კლარა დობრევი - ევროპარლამენტს შეუძლია შეასრულოს შუამავლის როლი, იყოს შეხვედრების ინიციატორი - უამრავი ქვეყანაა, სადაც კონფლიქტები გაცილებით მწვავე ფაზაშია შესული, ვიდრე ეს საქართველოშია

ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია,- ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა კლარა დობრევმა განაცხადა.

კლარა დობრევს დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ, რომლებიც სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

„ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ და ზოგადად, ევროპარლამენტი, პასუხისმგებელია მეზობელ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, მშვიდობისა და დემოკრატიის ხარისხის შენარჩუნებაზე. მსოფლიოში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ძვრების ფონზე, როგორც ეს ამჟამად მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხდება - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის პასუხისმგებლობა უნდა ამოძრავებდეთ. დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება და ამის უამრავი მაგალითი აქვს შემონახული ისტორიას. ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე. ამრიგად, ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია“, - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა.

კლარა დობრევი ევროპარლამენტს მოუწოდებს შეხვედრებისა და დიალოგის ფასილიტატორი გახდეს და მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას ხელი შეუწყოს.

„იმის გარკვევა კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო კარგი და ვინ - ცუდი, არამედ, იმის, თუ ვინ არის მომავალზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ამა თუ იმ მხარის ხედვა პრობლემების, კონფლიქტების გადასაჭრელად. ევროპარლამენტს შეუძლია შეასრულოს შუამავლის როლი, იყოს შეხვედრების ინიციატორი. მერწმუნეთ, უამრავი ქვეყანაა, სადაც კონფლიქტები გაცილებით მწვავე ფაზაშია შესული, ვიდრე ეს საქართველოშია. თუმცა, რაღაცნაირად, ისინი მაინც ახერხებენ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. ამიტომაც, მოვუწოდებ ევროპარლამენტს, გახდეს შეხვედრებისა და ზოგადად, დიალოგის ფასილიტატორი და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას. ხოლო, თუკი მაინც დარჩება ბუნდოვანი და გაურკვეველი რაიმე საკითხი - ერთად მივმართოთ ყველა ღონეს, გავხსნათ ყველა საქმე და ხელი შევუწყოთ დიალოგის უწყვეტ მსვლელობას“, - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა