ირაკლი სესიაშვილი - არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსია თუ არა, თუ დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს და ესეც სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა

არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსია თუ არა, თუ დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს და ესეც სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ამერიკისგან სანქციებს არ ელოდება.

„ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგების განცხადებებს ყურადღებით ვეცნობით და მხედველობაში ვიღებთ, თუმცა ერთია, პოლიტიკური პროცესი და მეორეა, კანონის უზენაესობის დაცვა. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესზე ეჭვებს და სხვადასხვა შეფასებებს, ამ თვალსაზრისით არსებობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მხარე. ჩვენი მხრიდან შეთავაზება, რომ დიალოგის გზით მივაღწიოთ სასურველ პოლიტიკურ მშვიდობიან პროცესს, ეს არის სწორი ნაბიჯი და ამას მხარს უჭერს ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ პოზიციებს ვხედავთ, რაც მიმართულია პროცესის დესტრუქციისკენ. ადგილი აქვს სხვადასხვა გამოსვლებს, სადაც არის აგრესიული გამოსვლები, გარკვეული მოწოდებებიც, რაც არ ახდენს სიტუაციის დეესკალაციას. ჩვენი ინტერესია, დიალოგის წარმართვა. ერთია, ცალკეული კონგრესმენების მიერ დაყენებული საკითხები, მაგლითად, „ფრონტერაზე" იცით, რომ საქმე საარბიტრაჟო სასამართლოშია და ჩემი კომენტარი ზედმეტია. ცხადია, სახელმწიფომ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას"- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, სახელმწიფო ისე მოიქცევა.

„ცალკეული კონგრესმენებისგან იქნება თუ ევროპარლამენტარების მხრიდან რაიმე სანქციებზე საუბარი, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა, მეორეა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა. იცით, რომ ამერიკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ამერიკამ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტით 170 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც რეკორდული თანხაა. ეს მიანიშნებს მეტ თანამშრომლობას და პარტნიორობას, შესაბამისად, არანაირ სანქციებს არ ველოდებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა