ირაკლი აბესაძე - სამწუხაროა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ამოცანა "ოცნებამ", კვლავ შიდა გავლენებისთვის ბრძოლის საგნად აქცია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ,,ქართულმა ოცნებამ" კვლავ შიდა გავლენებისთვის ბრძოლის საგნად აქცია.

„ბრძოლა გავლენებისთვის! წულუკიანი და გახარია vs სუს“ - წერს აბესაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, სადაც განმარტავს, რომ 2019 წლის 2 ოქტომბერს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებებით, იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე “მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან“ სუს-ის პირდაპირი კონტროლის ქვეშ სახელმწიფო ორგანიზაციები და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები (მობილური, ინტერნეტი) გადადიოდა. აბესაძის განმარტებით, სუს-ს უფლება ეძლეოდა ამ სუბიექტებში: გადაეწყვიტა ვინ იქნებოდა ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი; ჩაეტარებინა ინფორმაციული სისტემების აუდიტი ანუ შესულიყო და პირდაპირი წვდომა ჰქონოდა მათ ტექნიკურ საშუალებებთან; ჰქონოდა წვმდომა და ემართა ამ სუბიექტების ქსელური სენსორები, რაც ასევე შესაძლებელია, ინფორმაციაზე უკანონო წვდომისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

„2020 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ იუსტიციის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დარეგისტრირდა, რომელიც კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას განახორციელებს არა სუს-ი, არამედ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო".

რა თქმა უნდა, სუს-ში ზემოაღნიშნული ფუნქციების გადასვლა, ამ ისედაც რეპრესიულ აპარატში ადამიანების ცხოვრების გაკონტროლების კიდე უფრო მეტი შესაძლებლობების დაუსაბუთებელი კონცენტრაცია იქნებოდა. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ წულუკიანის ვერსია არა ადამიანების პირადი ცხოვრების დაცულობაზე ზრუნვის მოტივით მომზადდა, არამედ, დიდი ალბათობით, მხოლოდ შიდაუწყებრივი ბრძოლის და გავლენების სფეროების გადანაწილებისათვის.

p.s. ბოლოს რეგისტრირებული ვარიანტის ავკარგიანობაზე მომავალში დავწერ“, - წერს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს