ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმუნდას კარობლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლიეტუვასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამ კონტექსტში კი, ლიეტუვასთან ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივ მიდგომებსა და მოქმედების გეგმებზე.

უწყების ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გაცვლითი ვიზიტები ლიეტუვასა და საქართველოში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად მართავს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს მირჩა ჯოანს, ასევე ბულგარეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს