ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობაზე. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა და სარგებელი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოიქმნება მისი ლიბერალიზაციის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხიც.

ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი ენერგომატარებლებს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს, ამდენად, ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგებაზე უდიდესი გავლენას ახდენს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო ქვეყნის სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ერთობლივი განვითარების კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა