სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებისთვის, ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობასა და კერძო სექტორში მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ტრენინგი ჩატარდა

10-12 თებერვალს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობასა და კერძო სექტორში მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე მეორე ტრენინგი ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ტრენინგი მოიცავდა ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმოხილვას და ამ გლობალურ ქსელში კომპანიების მოზიდვისა და ჩართვის ტექნიკებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ კომპანიაში გენდერული სხვაობის ანალიზის ჩატარებასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. გარდა ამისა, რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების თაობაზე თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო სესიები დაიგეგმა.

„ტრენინგი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ჩატარდა.

პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გახდა პირველი პალატა, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერა ხელი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის მიზანია კერძო სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა