დონალდ ტრამპმა დემოკრატი ოპონენტები გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის შტატში გამართულ პრაიმერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და დემოკრატი მეტოქეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

პრეზიდენტის თქმით, ელიზაბეთ ვორენს „მართლაც რომ ცუდი ღამე აქვს“.

„ელიზაბეთ ვორენს, რომელსაც პოკაჰონტასსაც ეძახიან, ძალიან ცუდი ღამე აქვს. მე ვფიქრობ, ის ისეთ შეტყობინებებს აგზავნის, რომ გავარდნა უნდა. ერთიანობისკენ მოწოდება მისთვის სახლში წასვლას და მის ქმართან ერთად მშვენიერი ცივი ლუდის დალევას ნიშნავს“,-წერს ტრამპი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ელიზაბეთ ვორენს პოკაჰონტასს მისი ადრე გაკეთებული განცხადების გამო ეძახის, როცა ვორენმა თქვა, რომ მას მკვიდრი ამერიკელის სისხლი ჰქონდა.

მოგვიანებით ტრამპმა დემოკრატების მილიარდელი კანდიდატი, ტომ შტეირი გააკრიტიკა.

„იმპიჩმენტის მეფე შტეიერმა 200 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ 1%-ზე ნაკლები მიიღო აიოვაში და მხოლოდ 3% ნიუ ჰემფშირში... არა არის ხომ ადვილი რაც მე გავაკეთე?“-წერს ტრამპი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა