მაია ცქიტიშვილი კითხვაზე „გამოიღვიძა თუ არა „ოცნებამ“ პარტნიორების კრიტიკის შემდეგ - გამოღვიძება არ გვჭირდება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი

არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი და როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, დაინტერესებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ხარისხი და ნდობა დემოკრატიის ხარისხის მიმართ იყოს ძალიან მაღალი,- ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - „გამოიღვიძა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება სრულად იზიარებს პარტნიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი ერთადერთი და უალტერნატივო გზაა და სურთ ამ დიალოგის ინიციატორები იყვნენ.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება და საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომლიც დღეს ჩატარდა „ქართულ ოცნებაში“, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ დაეტოვებინა მოლაპარაკებების მაგიდა და რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარნტიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა ვიყოთ ამ დიალოგის ინიციატორიც. სალომე ზურაბიშვილიც, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მოწადინებულია, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს იმ კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში რაც მას გააჩნია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კი პრეზიდენტი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, „რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს