მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მას ჩვენება უნდა მიეცა.

როგორც კალანდიამ განმარტა, ის ბრალდებულის უფლებით სარგებლობს და უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. კალანდიას განცხადებით, მას უკვე აქვს გამოცდილება, როცა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცა, თუმცა ეს მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

კალანდიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა. ბრალდებულის თქმითვე, მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

„უზენაეს სასმართლოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუცია. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან.

ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან.

ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ. მითუმეტეს, პრაქტიკაში მაქვს გამოცდილება, როცა სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მივეცი გულწრფელი ჩვენება, პროკურატურამ ის თავისი ინტერესის სასარგებლოდ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე", - განაცხადა კალანდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო