„ალდაგის“ მხარდაჭერით, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი გაიმართა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით და „ბენე ექსკლუზივის“ ხელმძღვანელობით, ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიება „დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ფორუმი“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და ბენე ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრის მიზანი არაფორმალურ გარემოში დარგის წევრების შეკრება, ინფორმაციის გაზიარება და სიახლეების გაცნობა იყო. შეხვედრაზე გამომსვლელებმა საქართველოს ლოჯისტიკის ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის ინიცირება და გაერთიანებული ძალებით დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა იყო.

ფორუმი ეხებოდა დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციებს, სიახლეების გაცნობასა და დარგში არსებულ გამოწვევებს. ღონისძიება პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა. აღნიშნულ დისკუსიებში მონაწილეობას იღებდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელიც, რომელმაც წარადგინა კორპორატიული სექტორი და ისაუბრა ბაზარზე არსებულ ახალ პროდუქტზე - „სავაჭრო კრედიტების დაზღვევა’’.

ღონისძიება 2020 წლის 8 თებერვალსკოჯორში, "ბიოლველნესში" გაიმართა და მას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა