აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის შტატში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის შტატში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა. შტატში „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩეველთა ხმების 91%-ის დათვლის შედეგებით, სანდერსმა ხმების 26% მიიღო. მას მცირედით ჩამორჩება ქალაქ საუზ ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი, რომელსაც ხმების 25% აქვს. მესამეზეა - სენატორი ემი კლობუჩარი - 20 %-ით, ხოლო მეოთზე ადგილზე - სენატორი ელიზაბეთ უორენი -9%-იანი მხარდაჭერით.

ჯო ბაიდენი კი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 8% მიიღო, მეხუთე ადგილზეა.

„აქ, ეს გამარჯვება დონალდ ტრამპის დასასრულის დასაწყისია“, - განაცხადა სანდერსმა.

ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება 33 კანდიდატს შორის უწევდათ. ნიუ-ჰემფშირის პრაიმერის შედეგები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია წინასაარჩევნო მარათონის მიმდინარეობისას. დემოკრატების მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები ნევადაში 22 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კი 29 თებერვალს იგეგმება.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მთავარმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემპშირის შტატში ადვილად მოუგო მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს უილიამ უელდის. პრაიმერის დროს ორი მთავარი პარტიის „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ მხარდამჭერები საკუთარ საპრეზიდენტო კანდადატს ირჩევენ. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერშია დანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა