საკრუიზო გემი, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ თავის პორტში არ შეუშვა, კამბოჯისკენ მიცურავს

საკრუიზო გემი, Westerdam -ი კამბოჯისკენ მიცურავს. მას შემდეგ რაც ხომალდს რამდენიმე ქვეყანამ საკუთარ პორტში შეშვებაზე უარი უთხრა, კამბოჯა საბოლოოდ დათანხმდა მის მიღებას.

გემი, რომელიც ჰონგ-კონგიდან იაპონიის მიმართულებით მიცურავდა, არ შეუშვეს იაპონიაში, გუამში, ტაილანდსა და ფილიპინებში. ამ უკანასკნელმა თავდაპირველად ხომალდს პორტში შესვლის ნებართვა მისცა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

კრუიზის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჯერად მოგზაურობა დასრულდება და კამბოჯის ხელისუფლებას მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ გემზე 3 000-მდე ადამიანი იმყოფება. მათ შორის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა