დავით საგანელიძემ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი მიიღო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა გააცნეს და ისრაელის კომპანიებთან განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს – მაშავის კოორდინატორი გიორგი ჟღენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო