განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სპეციალური კანონის საფუძველზე მოქმედი ქვეყნის უძველესი და უდიდესი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც 922 წევრს აერთიანებს, აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმომადგენლობათა ფართო ქსელი და ყველა სექტორს ფარავს.

პალატამ გასულ წელს სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა განათლების საკითხებში მისი როლის გააქტიურების მიმართულებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვებსა და პოლიტიკასთან.

„ მემორანდუმი შექმნის თანამშრომლობის კარგ საფუძველს პალატის მონაწილეობისთვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში პალატა უახლოეს დღეებში ჩაერთვება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტირების პროცესში, ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა