მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ კალანდიას მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ჩვენებისთვის თავის არიდებას არ ნიშნავს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ კალანდიას მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა თავის არიდებას არ ნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ თოდუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არ არის თავის არიდება. ჩვენ ვმუშაობთ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. უზენაეს სასამართლოს მიხეილ კალანდიას დაცვის უფლებები აქვს დარღვეული“, - განაცხადა თოდუამ.

მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ კალანდიას ბიძის, დიმიტრი კაკუბავასა და პარლამენტის რამდენიმე წევრის დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, როგორც თოდუა აცხადებს, საქმეში მის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„განაჩენთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ბრალდების დასკვნითი სიტყვა უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რა ხარისხის მტკიცებულებები არის ბრალდების მიერ ამ საქმეზე დანახული. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარებული სასამართლო გამოძიების შედეგად მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ბრალი თავიდან ბოლომდე შეთითხნილია და ის პოლიტიკური დატვირთვას ატარებს. არცერთი მტკიცებულება მის მიმართ შერაცხულ ბრალზე საქმეში არ მოიპოვება“, - განაცხადა თოდუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო