საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან სეიიჩი კონდოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

სეიიჩი კონდომ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და კმაყოფილება გამოითქვა ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. განხილულ იქნა გაეროს ფარგლებში მხარეთა პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო