პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები კანონის „პროფესიული განათლების შესახებ" შესაბამისად მომზადდა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს დაეფუძნა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი სტანდარტების საფუძველზე, დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტუი სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები, მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.

უწყების ცნობით, ექსპერტთა მხრიდან დაწესებულების შეფასების მიდგომა და პროცედურა კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ხდება. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, ინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.

„კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის დებულება მთლიანად გადამუშავდა პროფესიული განათლების ნაწილში და, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, გაითვალისწინა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. შედეგად, კოლეჯებს უკვე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.

აღნიშნული ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი. პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოების, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

განათლების სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრი გეგმავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირების მიმართულებით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა