რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს ბიუჯეტის ხარჯზე, დსთ-დან, საქართველოდან და მისი ორი ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტების სწავლებაზე კვოტა გააორმაგოს

უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების კვოტა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, 2021-22 წლებში, ორჯერ - 30 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის დუმის მთავრობისადმი რეკომენდაციაში, რომელიც დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტში გაიმართა.

ვარაუდობენ, რომ სტუდენტების კვოტა დსთ-დან, საქართველოდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 40-50 %-ს უნდა შეადგენდეს.

დოკუმენტის თანახმად, დღეისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სტუდენტები 170 ქვეყნიდან სწავლობენ ყოველწლიური კვოტის ფარგლებში, რაც 15 ათას ადამიანს შეადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, 15 ათასი ადამიანის კვოტა „არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლსა და მის ჰუმანიტარულ ძალას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო