არჩილ თალაკვაძე - თუ ახალი შეთანხმება არ შედგება, არჩევნები ჩატარდება 73/77 -ზე განაწილებით

თუ ახალი შეთანხმება არ შედგება, არჩევნები ჩატარდება 73/77 -ზე განაწილებით, თუ ოპოზიცია დაეთანხმება ჩვენს შეთავაზებას, არჩევნები ჩატარდება 100/50-ზე სისტემით - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის დრო თებერვლის ბოლოს იწურება, რადგან შემდეგ უკვე პარლამენტი კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელებას ვეღარ შეძლებს.

„თებერვლის ბოლომდე ჩვენ კიდევ დაველოდებით, რომ ოპოზიცია თავის საბოლოო პასუხს, მოსაზრებას დააფიქსირებს იმ შეთავაზებასთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვენი მხრიდან გაკეთებული. რაც შეეხება დამოუკიდებელი დეპუტატების შემოთავაზებას, მზად არიან დაუჭირონ მხარი 100/50-ზე სისტემას, კონკრეტული პირობებით, ვფიქრობთ, რომ შემდეგი დიალოგის ფარგლებში, თუ ის შედგება, ეს მოთხოვნები განვიხილოთ და ასევე, მე პირადად, ვაპირებ გავმართო კონსულტაციები მოლაპარაკებების მხარეებთან, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების ჩართვაც მოხდეს დიალოგში. ფაქტია, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ოპოზიციამ ვერ მოახერხა თავისი კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება 100/50 -ის შეთავაზებასთან დაკავშირებით. იკვეთება სურათი, რომ მათ სჭირდებოდათ გარკვეული მიზეზი, რომ დაეტოვებინათ მოლაპარაკებების ფორმატი. როგორც არ უნდა იყოს და რა მოტივიც არ უნდა იდგეს მათი დღევანდელი განცხადებების უკან, ვფიქრობ, რომ არ უნდა აჩქარდნენ და დიალოგის გაგრძელება აუცილებელია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად ოპოზიციის პოზიციისა, დამოუკიდებელი დეპუტატების სურვილის გათვალისწინებით, მმართველი პარტია მაინც ხომ არ დაუჭერს მხარს 100/50-ზე სისტემას, თალაკვაძემ უპასუხა, რომ უმრავლესობისთვის, გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციაში გარკვეული კონსესუსის არსებობა მნიშვნელოვანია.

„თუ ეს კონსესუსი იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ საკანონმდებლო დონეზე 100/50- ზე განაწილება. თუ იქნება საკმარისი ხმები განვიხილავთ ამ ცვლილებების ინიცირებას, თუმცა, აქ საჭიროა როგორც მინიმუმ ოპოზიციის ნაწილის თანხმობა და შეთანხმება ამ საკითხის გარშემო,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს