მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე - ადამიანი თქვენთან რამდენიმე დღე არ გამოჩნდება და შეკითხვას სვამთ, სად არის ეს ადამიანი?! - მუშაობს ინტენსიურად და ბევრ საქმეს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არასერიოზულს უწოდებს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიათანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია ინტენსიურად მუშაობს.

„რამდენიმე დღე არ გამოჩნდება ადამიანი თქვენთან და სვამთ შეკითხვას, სად არის ეს ადამიანი?! მუშაობს ეს ადამიანი ინტენსიურად და ბევრ საქმეს აკეთებს თან. მეც რომ არ გამოვჩნდე ერთი კვირა თქვენთან, იკითხავთ, ალბათ, სად არის მამუკა მდინარაძე, მაგრამ აქ ვართ ყველა, ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, თქვენს გარდა უამრავი საქმე გვაქვს. მედიასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა კულისებში კეთდება ბევრი საქმე, კაბინეტებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, კანონებზე ვმუშაობთ, აღამასრულებელ ფუნქციებს ხელმძღვანელობს, ამენეჯმენტებს ეს ადამიანი და მოდით, სპეკულაციური არ გაგვიხდეს ეს მიდგომა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო