ნინო თანდილაშვილი - ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემის და მართვის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტყის კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

მთავარი მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემას და მართვას გააუმჯობესებს.

„კანონპროექტი დაამკვიდრებს ტყის ახალი, მდგრადი მართვის სისტემას. დაარეგულირებს ტყის მოვლის, აღდგენის, მართვის, ინვენტარიზაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აქამდე არ რეგულირდებოდა. ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წელს სრულად აიკრძალება სოციალური ჭრების პრაქტიკა. 2023 წლამდე კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება საქმიანი ეზოების შექმნა, რათა ტყის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ თავის თავზე აიღოს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, როგორც საშეშე მერქნული რესურსის დამზადება, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მუშავდება გარკვეული მექანიზმები, რათა მათთვის საფასურის გადახდის გარეშე გახდეს რესურსი ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ახალი კოდექსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამ პროცესში ადგილობრივების დასაქმება პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტზე გამოსვლისას ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღინიშნა, რომ ანგარიშში, ფაქტობრივად, ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით.

„ამავე ანგარიშში მითითებულია ქვეყნის სერიოზული პროგრესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ცხადია ასეთი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, სამინისტროში მომზადებულია კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის წარმოდგენა პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ევროკომისიის ანგარიშში მითითება, რომ ტყის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია მისი მოკლე ვადებში მიღება და იმპლემენტაცია, არის ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხი პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა