კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან შეთავაზება მიიღეს, რომ შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა გიგი უგულავას საქმე დეტალურად შეისწავლოს.

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

„დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება - შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან,"- განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით გვაქვს დადებით გამოხმაურება. იმედი გვაქვს, რომ მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა და გაეცნობა საქმის როგორც შინაარსს, ისე პროცედურულ მხარეს და დადგინდება სიმართლე, რაც ყველამ ისედაც ვიცით. ეს არის 48 მილიონის გაფლანგვის საქმე. ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან რომ 48 მილიონი გაიფლანგა და ბუნებრივია, იმაშიც დაგვეთანხმებიან, რომ არ შეიძლება ეს დაუსჯელი დარჩეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ