ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 242-ით გაიზარდა და 1310-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც პათოგენი აღმოაჩინეს.

რაც შეეხება დაინფიცირებულებთან დაკავშირებულ სტატისტიკას, ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60,000-მდე გაიზარდა.

ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განმარტებით, მათ ინფექციით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავეს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ოცზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსით დაინფიცირების ასეულობით შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა დღემდე მხოლოდ ორი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა: ერთი ფილიპინებში, ერთი კი - ჰონგ-კონგში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს