გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ევროკავშირს კორონავირუსის შესაჩერებლად თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს სპანის განცხადებით, ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და COVID-19-ის შესაჩერებლად და გასაკონტროლებლად ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გამოყოს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თხოვნას ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა უპასუხონ, არამედ პასუხისმგბლობა საკუთარი ბიუჯეტის რესურსებით ევროკავშირმაც უნდა აიღოს,“- განაცხადა სპანმა.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა პარლამენტის მიერ შეთავაზებულ გეგმას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს აეროპორტებში ტემპერატურა გაუზომონ. მისი განმარტებით, ასეთი ღონისძიებას არაეფექტური იქნება, ვინაიდან, შესაძლოა, ადამიანი დაინფიცირებული იყოს, მაგრამ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდეს იმ დროს, როცა მას შემოწმებას უტარებენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა და დაავადებულთა საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა