გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

უშიშროების საბჭომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ინიცირებულ დოკუმენტი 14 ხმით დაამტკიცა, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრისას თავი შეიკავა, რუსეთი იყო.

რეზოლუცია ადასტურებს საერთაშორისო ლიდერების მიერ ბერლინის 19 იანვრის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ლიბიაში დაწესებული იარაღის ემბარგოს, კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევისგან თავის შეკავებასა და დაპირისპირებული მხარეებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.

გაეროს ლიდერების განმარტებით, რეზოლუციის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობასა და ხალიფა ჰაფთარის მხარდამჭერ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას.

იხილეთ ვიდეო: გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს