ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო