ილჰამ ალიევი - ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, დაკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, დამკვირვებლების უმეტესობამ ეს აღნიშნა.

„დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს არჩევნებს. ზოგი ამბობს, რომ ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში რომელიც ყოველთვის მიკერძოებულია, წელს ცოტა უფრო ობიექტური იყო, ვიდრე წინა წლებში“,-განაცხადა ალიევმა.

ეუთო/ოდირმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანში გამართული საპარლამენტო არჩევნები კრიტიკულად შეაფასეს. მათი თქმით, შეზღუდულმა კანონმდებლობამ და პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუშალა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯანსაღ კონკურენციას. მათივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება პოლიტიკური დისკუსიების არარსებობის გამო, ხოლო მედიამ ვერ უზრუნველყო ამომრჩევლებისთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.

რაც შეეხება დამკვირვებლებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, მათი თქმით, არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყო.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში კვირას, 9 თებერვალს გაიმართა. ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა, ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: ილჰამ ალიევი - ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა