სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს ტრენერთა ტრენინგი - „გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“ ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღე და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.

ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო