შპს „თბილისი ენერჯი“ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, შესასყიდი სპეცტანსაცმლის ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული.

„ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).

ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია