საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. BAG-ში უკვე 11 კომიტეტი ფუნქციონირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სოსო ფხაკაძემ კომიტეტების მოქმედ თავმჯდომარეებს ორი ახალი კომიტეტი წარუდგინა: ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, რომელსაც შავლეგ მიშველაძე უხელმძღვანელებს და კავშირგაბმულობის კომიტეტი, ლევან ბუჩუკურის ხელმძღვანელობით.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კომიტეტებში მიმდინარე საკითხები, რის საფუძველზეც შემუშავებული იქნა 2020 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენი კომიტეტები მუშაობენ. შეხვედრაზე კომიტეტების ხელმძღვანელებმა წარმოგვიდგინეს მათ სფეროებში არსებული გამოწვევები, რის შედეგადაც ჩვენ ვაპირებთ თითოეულ საკითხზე მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, იქნება ეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გზით, თუ სხვა. BAG-ის წევრების სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დაცვა და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მიზანია. ამ მიზნის მიღწევაში ასოციაციაში მოქმედი კომიტეტები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით.“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო