შპს „თბილისი ენერჯი“ შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, შესასყიდი შრომის უსაფრთხოების აქსესუარების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

„ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).

ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

„სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა