ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინფორმაციით, 415 მილიონი ბავშვი კონფლიქტურ ზონაში იზრდება

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 415 მილიონი ბავშვი კონფლიქტის ზონებში ცხოვრობდა. ეს მონაცემი 1995 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი ინგერ აშინგი აცხადებს, რომ 2005 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 95 000 ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს, ათობით ათასი ბავშვი გაიტაცეს, ხოლო მილიონობით ბავშვს განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეეზღუდა.

კვლევის მიხედვით, გოგონები და ბიჭები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მაშინ როცა ბიჭებს იტაცებენ სამხედრო დაჯგუბებში მათი გაწევრიანების მიზნით, გოგონები ხშირად სექსულური და სხვა გენდერით განპირობებულ ძალადობის მხვერპლნი ხდებიან.

ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, თუ როგორც გაიტაცეს არასრულწლოვანი გოგონები და რამდენჯერმე გაყიდეს სექსუალური მონობისთვის ან აიძულეს ცოლად გაჰყოლოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს. კვლევაში ასევე საუბარია თუ როგორ ამზადებენ არასრუწლოვან ბიჭებს სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებში ჩასართავად, რომელიც შემდგომ მათ სიკვდილს ან დასახიჩრებას იწვევდა.

„გასაოცარია, მთელი სამყარო გვერდით დგას, როცა ბავშვებს ასე ექცევიან. ბავშვების სიცოცხლის განადგურება გაგრძელდება ვიდრე ყველა მთავრობა და მონაწილე მხარე არ დაიცავს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, სანამ კრიმინალებს არ მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ქმედებების გამო“, -აცხადებს ინგერ აშინგი.

იხილეთ ვიდეო: ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვების" ინფორმაციით, 415 მილიონი ბავშვი კონფლიქტურ ზონაში იზრდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა