საკრუიზო ხომალდი, რომელიც 5-მა ქვეყანამ არ მიიღო, საბოლოოდ კამბოჯის პორტში გაჩერდა

საკრუიზო ხომალდ „ვესტერდამს“, რომლის მიღებაზე უარი ხუთმა პორტმა განაცხადა, საბოლოოდ კამბოჯის პორტში შესვლის უფლება მისცეს. მედიის ცნობით, ჰოლანდიურ-ამერიკული საკრუიზო გემი „ვესტერდამი“, რომლის ბორტზეც 1 455 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფებოდა, 1-ელ თებერვალს ჰონგ-კონგიდან გამოვიდა, რის შემდეგაც სხვადასხვა პორტში შესვლას ცდილობდა.

გემს პორტში შესვლაზე უარი ტაილანდში, ფილიპინებში, ტაივანში, გუამსა და იაპონიაში უთხრეს. საბოლოოდ კი მის მიღებაზე თანხმობა კამბოჯამ განაცხადა. მგზავრებს პორტში სამედიცინო პერსონალი შეამოწმებს, რის შემდეგაც ისინი ხმელეთზე გადასვლასა და საკუთარ ქვეყნებში გამგზავრებას შეძლებენ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის გემზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ვიდეო: საკრუიზო ხომალდ "ვესტერდამს" კამბოჯის პორტში შესვლის უფლება მისცეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა