მამუკა ხაზარაძე - ყველაფერი მიმართულია ჩვენი კურსის ცვლილებისკენ - ეს სცენარი არ უნდა განხორციელდეს

“თუ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალი აწუხებს, არანაირ მაგიდასთან დაჯდომა და ზედმეტი შოუები საჭირო არ არის, მიიღონ გადაყვეტილება და დადონ“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველაფერი არის ხელისუფლების ხელში და თუ ისინი არ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, მიიღებენ საკადრისს პასუხს და ეს იქნება არჩევნების გზით მათი გასტუმრება“.

„ეს ხელისუფლება ქართველ ხალხს დაპირდა პროპორციულ არჩევნებს. ეს იყო დაპირება და ეს მიიღეს როგორც კარგი და კეთილი ჟესტი არა როგორც ვიღაცის სასარგებლოდ, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ და ეს დაპირება მათ უკან წაიღეს. გადაახიეს ეს დაპირება ბიძინა ივანიშვილის თამადობით ქართველ მოსახლეობას და ქართველ ხალხს და შესაბამისად, არანაირი მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდომა და ზედმეტი რაუნდის გამართვა საჭირო არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ქმედება, რომელიც მოდის „ქართული ოცნებიდან“ , ანაკლიის პორტზე უარის თქმა და მეორე წუთში ჩრდილოეთის მიმართულებით ნახევარი მილიარდი დოლარის ვალის აღება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რათა აშენდეს ჩრდილოეთის მიმართულებით გზა, პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა - ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი კურსის ცვლილებისკენ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, თუ დააკვირდებით რა ხდება კრემლში, ბელარუსთან მოლაპარაკებებში და სხვა ქმედებებში, რომლებსაც კრემლი ახორციელებს, მარტივი მისახვედრია, რა სცენარით მიემართება საქართველო. ეს სცენარი არ უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპულ ოჯახში ინტეგრირება და შესაბამისად, თავისუფლებას ვერანაირ ხარჯზე ვერ დავთმობთ!“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო