რომან გოცირიძე - სერგეი ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოირიცხოს, თორემ ხელისუფლება ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, მთავრობას და ივანიშვილს ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა

სერგეი ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა უნდა გამოირიცხოს, თორემ ხელისუფლება ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, მთავრობასა და ივანიშვილს ასლან აბაშიძესავით ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით გოცირიძე გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. გოცირიძის თქმით, თუკი რუსეთი საქართველოში ისეთ ადამიანებს გამოგზავნის, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვთ, ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იქნება.

„რაც შეეხება სერგეი ლავროვს, მისი ჩამოსვლა უნდა გამოირიცხოს, თორემ ხელისუფლება ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, რომ მთავრობასა და ივანიშვილს ასლან აბაშიძესავით ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა. მეტი ვერავინ ჩაეტევა. მოსამართლეებს ისედაც არ წაიყვანენ. მათ დამოუკიდებელი ქართული სასამართლო გაასამართლებს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა