მამუკა მდინარაძე ანაკლიის კონსორციუმზე - ნებისმიერ ადგილას გაასაჩივრებენ თუ არა, ქართული სახელმწიფო თავის სიმართლეს გაიტანს

საპალამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დამაზიანებელი იყო "ანაკლიის კონსორციუმის" მოქმედება, როდესაც მათ 6 თუ 7 გადავადების მიუხედავად, ვერ თუ არ მოიყვანეს ინვესტორი, რომელიც ამ პროექტს შეასრულებდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის შესაძლო საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის თქმით, მათ პროექტი, მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციაშიც ასახეს.

„სამწუხაროდ, კონსორციუმმა მის მიერ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და რამდენიმე წლით გადაწია ეს პროექტი. ეს პროექტი აუცილებლად შედგება. გამორიცხულია რომ არ შედგეს. კონსტიტუციაში ჩაწერილი პროექტის ჩაშლა გამორიცხულია ქართულმა სახელმწიფომ რომ დაუშვას. გაასაჩივრებენ თუ არა ნებისმიერ ადგილას, ქართული სახელმწიფო გაიტანს თავის სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, ფაქტი არის ერთი, რომ მათ რამდენიმე გზის გადავადებისა და ხელშეწყობის მიუხედავად, თავისი ვალდებულებები არ შეასრულეს. დავა ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფო ამ დავაში იქნება მართალი. თუ სახელმწიფო ახალ ურთიერთობაში შევა სუბიექტებთან თქვენ გეცოდინებათ, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე. სახელმწიფოს აქვს ინტერესი ეს პროექტი შედგეს", - განაცხადა მდინარაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გუშინ განცხადება გაავრცელა. „კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში“,- ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა