კახა კალაძე სამადაშვილის განცხადებაზე - ევროპარლამენტში არავინ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო სად არის, არ იციან, ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს

საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს“.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამადაშვილი „სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის”.

„გუშინ ვნახეთ ჩვენი ამ ინიციატივის შემდეგ ოპოზიციის წევრები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი იმის, რომ ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე რეალურად რა ხდება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. თუმცა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ და გავაგებინებთ ყველას.

რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა, რათა გულდასმით შეისწავლონ დაშეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო