ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში International Mediterranean Tourism Market 2020 მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, IMTM-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ბათუმი 2020 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. კონკურსი ისრაელის უდიდესმა ტურისტულმა პორტალმა lametayel მოამზადა.

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 13 კერძო კომპანია იყო წარდგენილი. გამოფენის გახსნას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია დაესწრო.

გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და დაეგემოვნებიათ ქართული ღვინო.

IMTM-ის გამოფენას 60-მდე ქვეყნის 1800-ზე მეტი ტურისტული კომპანია და 30 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო