ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 წლის ახალგაზრდა ქალი 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში, ბურჯიანის პროვინციაში.

ექიმის განმარტებით, როგორც თვითონ პაციენტი ამბობს, ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა. ექიმის თქმით, პაციენტი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი გუშინ გამოფრინდა შანხაიდან ტრანზიტით: შანხაი - მოსკოვი - ერევანი.

„როდესაც უკვე ჩვენთან შემოვიდა სადახლოს საკონტროლო პუნქტზე, იქ აღინიშნა, რომ ტემპერატურა აქვს 37,5 გრადუსი და იშვიათი ხველა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში იყო ნამყოფი და ინკუბაციის პერიოდი არ არის გასული, აქვს დაბალი ტეპერატურა და ხველა, პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. აღებულია კვლევები. პნევმონია გამოირიცხა, სისხლის და ანთების მარკირებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. შემოსვლის შემდეგ ტეპერატურის მატება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ტემპერატურა თითქმის უკვე ნორმალურია და 37 გრადუსს აღარ აღემატება.

ლუგარის ლაბორატორიის სამსახურიდან მოვიდნენ, აიღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტისთვის, რაც წაღებულია და დღის მეორე ნახევარში, ალბათ, პასუხი იქნება. ამ სიტუაცას თუ შევაჯერებთ, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ ტესტის დადებით პასუხს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმის თქმით, მართალია, ტემპერატურამ დაიწია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში პაციენტს დააკვირდებიან.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა და მკურნალობა ჩაიტარა ამ ქალის ჩათვლით 15-მა ადამიანმა. მარიან ეზუგბაიას განმარტებით, 14 პაციენტთან უკვე ჩატარდა ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება ახალ კორონავირუსზე და შედეგი ყველასთან უარყოფითი იყო.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დიდი ალბათობით არ აქვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო