არაბთა გაერთიანებული საამიროები ინტეგრირებული და სწრაფად განვითარებადი ახალი აფრიკის შენების მიზნით განვითარების ინიციატივას წარმოადგენს, რომელსაც ახალგაზრდები უხელმძღვანელებენ

„კონსორციუმი აფრიკისთვის“ მიზნად ისახავს მისწრაფებებისა და რესურსების მობილიზებას განვითარების მხარდასაჭერად.

500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიმართული იქნება ახალგაზრდებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისკენ.

აფრიკის კავშირი აფასებს არაბთა გაერთიანებული საამიროების კონსორციუმის მტკიცე მხარდაჭერას კონტინენტისადმი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კონსორციუმი აფრიკისთვის 500 მილიონი დოლარით მხარდაჭერილი ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების თაოსნობით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას ინტეგრირებული და განვითარებული აფრიკის სწრაფი მშენებლობისთვის.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა და დუბაის ექსპო 2020-ის გენერალურმა დირექტორმა, რიმ ალ-ჰაშიმიმ აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ კონსორციუმი საკუთარ თავზე იღებს კონტინენტზე ადამიანური კაპიტალის გრძელვადიან განვითარებას, რაც მოიცავს ორ ძირითად პრიორიტეტს - ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალგაზრდების ხელშეწყობას.

ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ კონსორციუმი სრულ შესაბამისობაშია არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ აფრიკის კონტინენტის დახმარების აღიარებულ ვალდებულებასთან, აერთიანებს რა მისწრაფებებსა და მის მხარდამჭერ რესურსებს განვითარებისა და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აფრიკისა და აფრიკელებისთვის პოზიტიური სამომავლო ხედვის შექმნას.

მინისტრმა ალ-ჰაშიმიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო არის არა მხოლოდ დონორი და შეღავათიანი სესხების გამცემი, არამედ კარგად აქვს გააზრებული, რომ რეალური ღირებულება ადამიანური კაპიტალის შენების გრძელვადიან პერსპექტივაშია. „ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ იმ მექანიზმის შემუშავებაში, რომელიც სტარტაპ კომპანიებს და დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, განვითარდნენ, ხოლო ახალგაზრდებს წაახალისებს, რომ იმედიანად შეხედონ მომავალს, რომელიც მათ ხელშია“.

ქალბატონმა ალ ჰაშიმიმ დაამატა, რომ ყურადღების ციფრული გარდაქმნისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისკენ მიმართვა იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოსახლეობა შიშით კი არ უყურებდეს მომავალს, არამედ გამოიყენოს მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.

„ჩვენ ყურადღებით მოვუსმინეთ აფრიკის კავშირს, შევიტყვეთ იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც მისი წევრი სახელმწიფოები და მთლიანად კონტინენტი დგას და მივხვდით თქვენს მოწოდებას არაბთა გაერთიანებული საამიროებისადმი, რომ საკუთარი გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილი და ინვესტიციები მივმართოთ აფრიკის ციფრული ეკონომიკისადმი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისი 49 წლიანი ისტორიის განმავლობაში აფრიკის კონტინენტის აქტიურ და მოწინავე პარტნიორად იქცა მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებით, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ 2016 წლის მონაცემებით, მეორე უმსხვილესი ინვესტორი სახელმწიფო იყო კონტინენტზე. განხორციელებულმა პროექტებმა მოიცვა გზების, ხიდების, პორტების, სკოლების, კლინიკებისა და საავადმყოფოების შენება და რესტავრაცია.

ქალბატონმა ალ-ჰაშიმიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველმა მინისტრმა, რომელმაც სიტყვით მიმართა აფრიკის კავშირს მის აღმასრულებელ საბჭოზე ორგანიზაციის მთავარ ოფისში, განაცხადა, რომ კონსორციუმი აფრიკისთვის უზრუნველყოფს მეტად კონსოლიდირებულ, ადაპტირებულ და ბიძგის მიმცემ მხარდაჭერას მომავალში.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ აფრიკის კავშირის მონაწილეობა პირველად მსოფლიო დონის ღონისძიებაში - World Expo არაჩვეულებრივად წარმოაჩენს კონტინენტის მდიდარ ისტორიასა და უამრავ მიღწევას სპეციალურად მისთვის განკუთვნილ პავილიონში. პირველად ღონისძიების არსებობის 169 წლიან ისტორიაში, ყოველი მონაწილე სახელმწიფო - რეკორდული მაჩვენებლით 192 - წარმოდგენილი იქნება ინდივიდუალური პავილიონით ადამიანური მიღწევების მსოფლიოს უდიდეს საგამოფენო მოვლენაზე.

ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აზიის რეგიონში პირველი მსოფლიო გამოფენის ღონისძიებაზე მოსალოდნელია 25 მილიონი ადამიანის ვიზიტი. ხოლო აფრიკის კავშირის პავილიონი, რომელიც ექსპო 2020 დუბაი-ს „შესაძლებლობების განყოფილებაში“ იქნება მოთავსებული, უმასპინძლებს აფრიკის კონტინენტის უდიდესი ლიდერების სიტყვით გამოსვლებს, რაც ნათელს მოჰფენს, თუ რამდენს მიაღწია ამ ორგანომ 1963 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ჩამოყალიბებიდან დღემდე.

მილიონობით ვიზიტორი შეაბიჯებს მრავალფეროვან, უსაზღვრო სივრცეში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ აფრიკის უსაზღვრო პოტენციალი და მომავლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ასახულია მისი 2063 წლის სამოქმედო გეგმის მიზნებში და მოიცავს სოფლიოს მეურნეობის, ტრანსპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიისა და ჯანდაცვის სფეროებს.

ექვსი თვის განმავლობაში 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 აპრილამდე, არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს მსოფლიო მოვლენას, სადაც კრიტიკულად მოაზროვნეებსა და ინოვატორებს დაუთმობს მძლავრ პლატფორმას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მომავლის ფორმირებაში და აფრიკის ქვეყნებში არსებულ შესაძლებლობების იმ ზღვას გამოავლენს, რომელიც შესწავლასა და გამოკვლევას საჭიროებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს