საგარეო უწყება - არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები - დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მოწოდებას, რომ მთავრობამ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ის ერთობლივი წერილი გამოაქვეყნოს, რომელიც საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წერილის გამოქვეყნება მათი პრეროგატივა არ არის.

„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო