ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო, რაც „ქართული ოცნების“ სრული კრახია

“ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო”, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე შეფასებით, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

“ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს კომიტეტი, სადაც ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები არიან წარმოდგენილი. სხდომები იმართება და მიმდინარეობს შეფასება როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულება, შემდეგ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. დეკლარაციის ტექსტის მისაღებად საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც ხდება მისი მიღება.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ტექტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ კომიტეტში. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. ასეთი პროცედურაა და შემდეგ ამ ცვლილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს და შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ და ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს. ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ყველა ეს ცვლილება გავიტანეთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება. ეს არის სრული კრახი „ქართული ოცნების“. უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იყო დელეგაციის გარდა პარტიის „ლიდერშიფით“. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მართავდნენ გუშინ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს, რაშიც დაარწმუნეს, ვნახეთ. ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება. ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - აცხადებს კახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო