გიორგი ვაშაძე - მმართველი პარტია ნებისმიერ ქმედებაზე წამსვლელია - თქვენ ხართ ლაჩრები და პროკურატურას ამოფარებული „ქოცბანდა“

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის სხვა ლიდერებზე მსგავსი სანქციების განახორციელებას აპირებს, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ნებისმიერ ქმედებაზე წამსვლელია და მათგან ყველაფერს უნდა ელოდონ.

"რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ყველანაირ ქმედებას ველოდებით, ყველა პოლიტიკური ლიდერი ვინც ვართ. ვინც აქტიურია ყველასთან შეეცდებიან მსგავსი სანქციების გამოყენებას, მაგრამ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან ახლა საქართველოს ბედი დგას საპირწონეზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ ხართ ლაჩრები და პროკურატურას ამოფარებული "ქოცბანდა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა "ქართუ ბანკის" გაკოტრებისთვის ნიკა მელიას 7 წლით პატიმრობით ემუქრება. სასამართლომ საქმეზე 10 მარტს უნდა იმსჯელოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს