პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ გახარიას და ლავროვის შეხვედრა იგეგმება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში კონფერენციაზე დღეს გაემგზავრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია მიუხენშია, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა გახარიასგან საქართველში ჩამოსასვლელად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლავროვსა და გახარიას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება.

„ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება“, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს