ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გაგუამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც იქნება წარმატებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა