„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია” გიგი უგულავას დაკავების საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს დოკუმენტაციას გაუგზავნის

„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია” საერთაშორისო ორგანიზაციებს დოკუმენტაციას გაუგზავნის, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების საქმეზე არგუმენტები იქნება წარდგენილი.

როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში აღნიშნული კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, კომისიამ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად ცნო და შესაბამისი დოკუმენტი რამდენიმე დღეში მომზადდება.

“პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ” გიგი უგულავა ცნო პოლიტიკურ პატიმრად და ჩვენ სამი დღის ვადაში მოვამზადებთ დოკუმენტს, რომელშიც იქნება კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე არგუმენტს აქვე ვახსებებ, ეს არის მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მხრიდან 6 თვიანი ვადის დარღვევა, ყოფილი პროკურორის მხრიდან უკვე მოსამართლის რანგით განაჩენის გამოტანა, მთელი რიგი სხვა საკითხები, რაც იქნება დეტალურად ახსნილი ამ დოკუმენტში. ჩვენ სამ დღეში გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დასავლელ პარტნიორებს, კონკრეტულ არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა არის მრავალგზის პოლიტიკური დევნის ობიექტი”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს