ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ობიექტურად ნერვიულობს, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას

„ოპოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას. ჩვენ ვხედავთ ოპერაციას რიგითი კორუმპირებულის გადასარჩენად და ამის შედეგი არის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, „საქმე ძალიან მარტივად არის, ევროპარლამენტარები იღებენ პირველად ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეფარდა სისხლის სამართლის სანქცია“.

„ბუნებრივია, ერთი შეხედვით იწვევს გარკვეულ აღელვებას, თუმცა მთავარია დეტალები და როდესაც გაიგებენ მისიის წარმომადგენლები დეტალებს, თუ როგორ იპარავდა უგულავა 48 მილიონს, ასეთ შემთხვევაში დაიდება შესაბამისი დასკვნა და ზუსტად ეს ანერვიულებს როგორც სამადაშვილს, ასევე ბაქრაძეს და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. მისივე თქმით, მისია იქნება მრავალპარტიული, მისიის ხელმძღვანელებიც არ იქნებიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ეს მისია დაადგენს ფაქტებს.

„საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ, ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული და მეორე, დადგინდება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მისია საქართველოში მიმდინარე თვის ან მაქსიმუმ მომავალი თვის განმავლობაში ჩამოვიდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო