სირიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

სირიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. ინფორმაცია სომხურ მედიას სირია-სომხეთის მოგობრობის საპარლამენტო კომისიამ დაუდასტურა.

სირიის ელჩის სომხეთში, მუჰამედ ნაჯ იბრაჰიმის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან არაბული სახელმწიფოებიდან მხოლოდ ლიბანმა აღიარა სომეხთა გენოციდი“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენეთ, ბოლო დროს თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა და სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. რუსეთისა და ირანის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის ძალებს ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები უპირისპირდებიან, რომელთაც ნაწილსაც თურქეთი სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს