მამუკა მდინარაძე გერმანიის და საფრანგეთის საგარეო უწყებების წერილებზე - როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრი პოზიტიური მესიჯია გახმოვანებული

როგორც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი პოზიტიური მესიჯია გახმოვანებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიიდან და საფრანგეთიდან გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმ იმედით სპეკულირებს, რომ გამომგზავნი მხარე ამ წერილებს არ გაასაჯაროებს.

„მისი გამოქვეყნების პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მათ, ვინც ასეთ წერილებს აგზავნის. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამას არ მოინდომებენ, საქართველოს მხარე ამას ვერ გააკეთებს და იმ მოლოდინით, რომ შეიძლება არ გამოაქვეყნონ, ამით სპეკულირებს ოპოზიცია, ეს ასეა. სპეკულაციურია ის ყველაფერი, რასაც ისინი ლაპარაკობენ ამ წერილებზე, რომლის გასაჯაროება მხოლოდ გამომგზავნ მხარეს შეუძლია,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო