გიორგი პერტაია - სავაჭრო სამრეწველო პალატამ პროფესიული განათლების ნაწილში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიკავოს, ვინაიდან ბიზნესს ამ კუთხით აქვს დიდი გამოწვევები

სავაჭრო-სამრეწველო პალატა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მოაწერეს.

,,ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ვიწყებთ მჭიდრო თანაშრომლობას და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით პალატამ მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიკავოს, ვინაიდან ბიზნეს სექტორს ამ ნაწლში აქვს დიდი გამოწვევები და გვინდა, რომ ცენტრთან ერთად, გადავდგათ ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბიზნესის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში’’,- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში პალატა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტირების პროცესში ჩაერთვება. ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში.

პალატამ გასულ წელს სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა განათლების საკითხებში მისი როლის გააქტიურების მიმართულებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვებსა და პოლიტიკასთან.

ამასთან, მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დეწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.

ცნობისთვის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უდიდესი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე წევრს აერთიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა